Ending Soon! Save 33% on All Access

სხვა ვალუტა და თქვენ როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

აბაშიძეზე ანტრეში ვზივარ.

შეხვედრა მაქვს ხუთ საათზე და ჯერ ოთხია.

შუქნიშნის ყურება მინდა. რატომღაც მევასება შუქნიშნის ყურება.

ვაკის პარკთან მდებარე ამ პატარა ფილიალს ჩახუტებასავით ვერანდა აქვს.

კაცი ზის და იღიმება.

ჰმ, ეკას რომ მოეწონებოდა ეგეთია. იმიტომ რომ ეკა კაცს პირველადი შეფასებისთვის სამ ნიშანზე აკვირდება: კბილები, საათი და ფეხსაცმელი.

ამ ყველაფერს ასეთი მიზეზი აქვს: ჯანმრთელი კბილები კარგი გენეტიკის ნიშანია, გემოვნებიანი საათი მატერიალური შესაძლებლობების ინდიკატორი, და სუფთა ფეხსაცმელი პატივმოყვარეობის ხარისხი.

ჰმ, და რატომ მხოლოდ ეკას, და თვალიერებას ვაგრძელებ.

ამ მაგიდისთვის ზედმეტად ბევრი ჭიქებია. ჰმმ, 0,7 იან BULLEIT RYE-ს თავი აქვს მოხსნილი, ვაუ, პახმელიაზე ხარ ბაბუუ....

რაღაც თითქოს ყველაფერი რიგზეა, ტანსაცმელიც, პირისახეც, მანერები ბიზნესმენური, ტელეფონის ტრიალიც, თუმცა აი ეს სვიტერი! აი ესეთი გარეგნობის, გემოვნების და გაქანების კაცს ასე შეუფერებელი სვიტერი რატომ გაცვია?

აჰააა, გაბმულხარ მოხერხებული სიდედრის მახეში ამ დილას.

როგორ? ეხლავე აგიხსნით:

სიდედრი სწორედ ის ადამიანია, ვინც ძალიან კარგად იცის, როგორ ლამობს ყველა შუახნის კაცი, შხუილ შხუილით გაეკიდოს ნებისმიერ ახალგაზრდა გოგოს მოუსვლელში...

ჰმმმ, მაგრამ იქ სადაც ჭკვიანი სიდედრია, ყოველთვის არის კაცში რაღაც ისეთი, ჩემნაირმა რომ დაიწუნოს.

-''სუფთა სვიტერი არ მაქვს?'' - დილით რომ დაიძახა ამან, ცოლმა უშნო და ბებრული სვიტრი მიაწოდა, როგორებსაც სიდედრი ეზიდება, ასე, უცერემონიოდ.

ხმასაც დავაკვირდეთ აბა, უი ურეკავენ:

- არა მამა, ეხლა ვერ მოვალ, უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ახალ მობილურს გიყიდი აუცილებლად... მერე რა, უკეთესი უნდა გიყიდო...

ჰმმ, ბევრი საქმე კი არა, უბრალოდ ვერ დგები ისეთი გაგუდული ხარ, მხოლოდ მთვრალ კაცს შეუძლია ცოტაოდენი დრო უყიდოს თავის თავს თორემ ბავშვს ხომ ხედავ, ეხლაც აქვს ახალი მობილური და მერეც ექნება, დიდი დამსახურების გარეშეც.

- ალო გურამ, ჩემი ცოლი მოვა ეხლა შენთან, და შენებურად გაუმასპინძლდი რა, პირადი თხოვნა იქნება, ნამცხვრები უყვარს და აბა შენ იცი....

ისე, მე პირადად, ჯერ არ მინახავს კარგი ბიზნესმენი ჭკვიანი ცოლის გარეშე და არც პირიქით.

და თქვენ როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

პ.ს. - BULLEIT RYE - ძვირადღირებული ვისკია.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი