Get All Access for $5/mo

1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში საბავშვო მარკეტი - SOLO Kids Market გაიმართება.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

შუმბალენდის ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდებათ SOLO Sunday-ს კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა მრავალფეროვანი მასტერკლასები. ასევე, სახალისო და გასართობი აქტივობები, მუსიკალური შოუ, ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები ოჩოფეხებზე და ა.შ

ღონისძიების განრიგი:

• 14:00 -16:00 - ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის მასტერკლასი

• 16:00 - 20:00 - სახის მოხატვის მასტერკლასი

• 16:00 - 20:00 - ბუშტების მასტერკლასი

„SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და დამწყებ მომოვალ მეწარმეებს. მსგავსი ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათთვის საერთო სივრცის შექმნას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. SOLO მათ მომავალშიც არაერთ საინტეესო სიახლეს შესთავაზებს", - აცხადებს SOLO Lifestyle დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიქოვანი.

ღონისძების დეტალები

ლოკაცია: ვაკის პარკი, შუმბა ლენდი

დრო: 14:00 -21:00 სთ

თარიღი : 1 ივნისი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

სიახლეები

რესტორანი ''ბარბარესთან'' 50 Best Discovery-იმ ახალ აღმოჩენად დაასახელა

"გასტრონავტის" გუნდი რესტორანის კონცეფციის ავტორი, ბრენდინგის, ინტერიერის დიზაინისა და F&B მენიუს შემოქმედია