Ending Soon! Save 33% on All Access

ბილ გეითსის თქმით, ახალ პანდემიას უნდა ველოდოთ Covid-19-ის რისკების მკვეთრად შემცირების მიუხედავად, გეითსის აზრით ახალი პანდემია გარდაუვალია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიუნჰენში გამართულ უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ Covid-19-ის რისკების მკვეთრად შემცირების მიუხედავად, ახალი პანდემია, რომელიც სხვა პათოგენით იქნება გამოწვეული, თითქმის გარდაუვალია.

აქვე მან დაამატა, რომ სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა პანდემიების მართვა ბევრად ეფექტური გახადოს, თუ ამ მიმართულებით აქტიური ინვესტირება ახლა დაიწყება.

ბილ გეითსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი პლანეტის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უკვე გამოიმუშავა და ვითარების შემსუბუქება, ნაწილობრივ „ომიკრონის" შტამის გავრცელებამაც განაპირობა, რომელსაც გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

„მოსახლეობისათვის იმუნიტეტის გამომუშავებას თავად ვირუსმა გაცილებით უკეთ გაართვა თავი, ვიდრე კაცობრიობამ მასობრივი ვაქცინაციით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანი, რომ 2022 წლის შუამდე მსოფლიოს მოსახლეობის 70% აეცრა, უკვე საკმაოდ დაგვიანებული და არსებული ვითარების შეუსაბამოა", - ამბობს გეითსი, - „როდესაც კაცობრიობა მორიგი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება, ჩვენ მასთან ეფექტურად ბრძოლა ორი წლის ნაცვლად, ექვს თვეში უნდა მოვახერხოთ. შემდეგი პანდემიისათვის მომზადების საფასური არც ისე დიდია. ეს კლიმატის ცვლილებას არ გავს. თუ რაციონალურები ვიქნებით, პანდემიებს გაცილებით სწრაფად დავამარცხებთ".

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა, ბრიტანული - Wellcome Trust-ის მხარდაჭერით, 300 მილიონი დოლარი შესწირა საერთაშორისო ორგანიზაციას - CEPI, რომელიც პროგრამა Covax-ის საშუალებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინების მიწოდებაში დაეხმარა.

CEPI, ამჟამად $3,5 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვაზე მუშაობს, რათა ახალი დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებისათვის საჭირო დრო 100 დღემდე შეამციროს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს