Ending Soon! Save 33% on All Access

ქართული სტარტაპის პირველი დაფინანსება გლობალური სტარტაპ ფონდიდან და 1,300,000-იანი გარიგება საქართველოში!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

გლობალურმა სტარტაპ ფონდმა, რომელიც სილიკონ ველი თბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი. ქართული სტარტაპი: influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარებაა. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 100 ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპ გუნდს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.

influence.ge არის ინოვაციური, data-driven ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია და აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც აკავშირებენ საქართველოში მოქმედ კომპანიებთან.

შემკვეთის მოთხოვნებზე დაყრდნობით, არჩევენ ბაზაში ინფლუენსერებს, რომლებსაც გავლენა აქვთ შესაბამის მიზნობრივ სეგმენტზე, რის შემდეგაც ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ქმნიან ორიგინალურ კონტენტს შემკვეთის პროდუქტებზე ცნობადობის და ნდობის ამაღლების მიზნით.

ღონისძიებაზე ოფიციალურად გიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული კაფსულა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებს გადაეცა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა