Ending Soon! Save 33% on All Access

კონსალტინგი #1 - მედია | საზოგადოებასთან ურთიერთობა | კომუნიკაცია ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

კონსალტინგი #1

სოფო ოხანაშვილი – თანადამფუძნებელი

ბიზნესის დაწყება ბაზარზე არსებულმა მოთხოვნებმა და საჭიროებებმა გადაგვაწყვეტინა. ჩემი და ჩემი მეგობრის ძალიან დიდი სურვილი იყო, ჩვენი გამოცდილება იმ ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა, ვისაც ეს სჭირდება. ის, რაც ჩვენი − ჟურნალისტების ყოველდღიური პროფესიული საქმიანობაა და რაც ჩვენ ძალიან ბუნებრივ და მარტივ საკითხებად მიგვაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სულაც არ არის მარტივი და ბუნებრივი. ეს პროფესიაა და ამ ცალკეულ მიმართულებებს გამოცდილება აყალიბებს.

ასე რომ, თავი მოვუყარეთ ჩვენს 20-წლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მედიაში, ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებში, სერვისებად ჩავშალეთ და ბიზნესად ვაქციეთ. ასე დაიბადა „ნომერი პირველი".

„ნომერი პირველი" მომხმარებელს ორი კატეგორიის სერვისს სთავაზობს: კონსულტაციები და მომსახურება (პროდუქტის შექმნა). ჩვენი შეთავაზებები აერთიანებს ყველაფერს, რაც უკავშირდება მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებს და კომუნიკაციას.

კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტო, ჩვენ ვთავაზობთ პრესრელიზის დაწერას, პრესკონფერენციის ორგანიზებას, მედიასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მედიაკონტენტის შექმნას (როგორც ვიდეო, ასევე ბეჭდური), პრეზენტაციების მოწყობას, მესიჯ-ბოქსების შემუშავებას, PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარების უნარების შესწავლას და გაუმჯობესებას, მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვას (კონფერენციები, ვორკშოპები და ა.შ.) და საჯარო გამოსვლებისთვის მომზადებას.

ჩვენი პოტენციური მომხმარებელია როგორც კერძო ბიზნესი, ასევე საჯარო სექტორი. ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია როგორც ორგანიზაციებსა და უწყებებს, ასევე ცალკეულ პირებსაც.

კონკურენტულ უპირატესობად ჩვენს გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და სერვისების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგების კომპეტენციას მივიჩნევთ. ჩვენ გვაქვს მზა ცალკეული შეთავაზებები, ასევე პაკეტები, თუმცა არა ფიქსირებული. მომსახურება იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი და რა საჭიროება, სურვილი და მიზანი აქვს. რაც არ იცვლება, ეს მომსახურების მაღალი ხარისხია, რისი გარანტიც ჩვენი კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილებაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი