Get All Access for $5/mo

კვარიათში თიბისი მხარდაჭერით ახალი სასტუმრო Litz Resort-ი გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ხელვაჩაურის რაიონში მაღალი კლასის, 101 ნომრიანი სასტუმრო Litz Resort-ი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.

Litz Resort-ი საშუალებას იძლევა ერთდროულად 250-მდე სტუმარი მიიღოს, იგი გათვლილია ყველა ტიპის და ასაკის სტუმარზე. აქ მოსულებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით. სასტუმროში არის კინოთეატრი, სპა, ბოულინგი, საბილიარდო, სალონი, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზები, ორი პეტანკე მოედანი, ბიბლიოთეკა ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, ვერტმფრენის მოედანი და სხვა.

სასტუმროში მდებარეობს 3 აუზი, ერთი დახურული შიდა აუზი და ორი გარე, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool - მარილიანი წყლით ზღვაზე გადაკიდებული აუზია, ხოლო მეორე მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით. სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია მოწყობილი.

სპეციალურად ბავშვებისთვის სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო ოთახი, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა.

პირველ ეტაპზე სასტუმროში 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა 90 % -ს ადგილობრივები წარმოადგენენ. სასტუმროს მშენებლობაზე 30 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა. პროექტი სახელმწიფო საგარანტიო სქემით „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განხორციელდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში