Ending Soon! Save 33% on All Access

"მკვლევარი" GITA-ს დაფინანსებით აშში-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდი ,,მკვლევარი" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ ახალგაზრდებს ტექნოპარკში GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძე უმასპინძლა.

გუნდი ,,მკვლევარი" საგარეჯოსა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან არის დაკომპლექტებული. მათ შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი. ხელსაწყო წარმოადგენს Arduino-ს ინტელექტუალური დაფის გარშემო ორგანიზებულ სისტემას, რომელიც სხვადასხვა მოდულებისა და მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს გაზომვის პროცესს დროში განსაზღვრული მიმდევრობებით და პროგრამული ალგორითმით. პროდუქტის მუშობის მექანიზმი და პრინციპი მკვეთრად განსხავავდება არსებული ძვირადღირებული გამზომი ხელსაწყოებისგან. მასში გაერთიანებულია, როგორც გარავიმეტრული, ასევე ნეფელომერტული მეთოდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი