Ending Soon! Save 33% on All Access

პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი განაგრძობს მოქალაქეების და ბიზნესების მხარდაჭერასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას. პროგრამის - #თიბისიშენთვის მორიგი ინიციატივის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ხანდაზმული დახმარებას მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია.

თიბისი ბენეფიციარებს დახმარებას ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუწევს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი - "კათარზისი", საქველმოქმედო ფონდი - „საქართველოს კარიტასი", საზოგადოება - „საქართველოს წითელი ჯვარი" - საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 14 მსხვილ და მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდებათ.

„ქვეყანაში არსებული გამოწვევის დასაძლევად, თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საბანკო შეღავათები შევთავაზეთ; ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ საბანკო მომსახურება სრულიად უსაფრთხოდ, დისტანციურად მიიღონ; სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჭირო ტექნიკით ვამარაგებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა სწავლის ონლაინ პროცესთან; ვცდილობთ ვიზრუნოთ ყველაზე ცხელ წერტილებში დასაქმებულ პერსონალზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ადამინათა ჯგუფი, რომლისთვისაც ახალ რეალობასთან ადაპტირება ყველაზე რთულია. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს დღეს ხანდაზმულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი პროდუქციით და ხელის შეწყობა, რომ გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. ხანდაზმულებისთვის მხარდაჭერა პროგრამის - #თიბისიშენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია. იგეგმება კიდევ უფრო მეტ ფონდთან პარტნიორობა იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში." - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოციალური დახმარების ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე კეთდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"