Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის სოფელ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. 11 ჰა მიწის ნაკვეთზე მეწარმეს უკვე მოჰყავს 240 ტონა პომიდორი. პროქტი გამორჩულია იმით, რომ კომპანია „პანგეას" პომიდვრის უნიკალური, "ტომსკის" ჯიშის, ბიო პროდუქტი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, მაღაზიებსა თუ კერძო პირებზე, ასევე გააქვს ექსპორტზე.

პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 240,000 ლარი გამოყო, რაც წყლის რეზერვუარისა და სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად, ასევე მიწის დასამუშავებლად და სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად დაიხარჯა. სს „პანგეა" სამომავლოდ სათბურის მოწყობასაც გეგმავს. სს „პანგეა" 30 ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ისეთ პროექტში, რომელიც აგროსექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში, კერძოდ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. ამჟამად მიმდინარეობს პომიდვრის ჯიშების გამოყვანა და მოყვანილი პროდუქტი ექსპორტზე გატანა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს აგრომეურნეობის განვითარებას, მოტივაციას აძლევს ფერმერებს, განავითარონ ადგილობრივი წარმოება, ასევე, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საქართველოს ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტებს", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას