Ending Soon! Save 33% on All Access

"საქართველოს ფოსტა" დასაქმების ფორუმზე იყო წარმოდგენილი ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!" ფარგლებში გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქალაქ ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)" ფარგლებში გაიმართა.

დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ, რეგიონალურ შრომის ბაზარზე, არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა" და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მათ შორის 7 აჭარაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა