Ending Soon! Save 33% on All Access

სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია 2020 წლის 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება.

სტივ ბლანკი თანამედროვე მეწარმეობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. მას ეკუთვნის Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის „ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე". სტივ ბლანკი კითხულობს ლექციებს სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში.

ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ გაი კავასაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის 15-მდე ბესტსელერი წიგნის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.

სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ