Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს.

დაზღვევა ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს:

1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინაროებით მოხვდება, ერთჯერადად 10 000 ლარი გადაეცემა, რომლის გამოყენება პაციენტს ნებისმიერი მიზნით შეეძლება.

2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს.

დაზღვევის ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.

„ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს." - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ტურიზმი აჭარაში

აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება

როგორ დავიწყო ბიზნესი

გენეტიკურად ქართული

"მზეთამზე" – ქართული ტრადიციული პურის ახალი სიცოცხლე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი