Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ის მხარდამჭერია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 10-17 ივლისს, გურჯაანში DATA BOOTCAMP ტარდება.

პროექტი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებს, შესაძლებლობას აძლევს, კვირეულის ფარგლებში დაესწრონ AI, ML, Computer Vision-ის ინტენსიურ ტრენინგებს და გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით.

17 ივლისს შემაჯამებელი დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები პრეზენტაციებს წარადგენენ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებული ქართველი წამყვანი სპეციალისტები შეაფასებენ.

თიბისის მხრიდან, მონაწილეებს, MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი შეაფასებს. გამარჯვებულები, თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების, პრაქტიკული გადამზადების ორ კვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ