Get All Access for $5/mo

თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი" თიბისისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია, 500 000 ლარი კი - სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი.

„სართიჭალის საშრობში", სადაც საწყის ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი, საათში კი - 40 ტონა მარცვლეულის გაშრობა.

კომპანიის სილოსებში საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი 9 მილიონი ტონა სიმინდი ინახება, რაც საქართველოში იმპორტირებყლი სიმინდის 10%-ია.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!