Get All Access for $5/mo

ვასილ ხოდელი : ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ ლიბერთიმ UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთიმ UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საზოგადოებას გააცნო ლიბერთის მიერ ქალთა გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და განვითარებას.

,,ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ჩვენი ახალი სტრატეგიის ქვაკუთხედია ადამიანი, ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება. ადამიანებზე ზრუნვის ფარგლებში კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ზოგადად ცნობიერების ამაღლება. ლიბერთის ინიციატივითა და UN Women Georgia-სთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დღემდე 300-მდე მეწარმე ქალმა უკვე ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალ წლებში კი 2000-მდე ქალის გადამზადებასა და მხარდაჭერას ვგეგმავთ.

აქტიურად ვმონაწილეობთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში - ქალების ეკონომიკური გაძლიერების გარდა, გვსურს შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხებთან და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. ლიბერთი უკვე მეორე წელია ქალთა საფეხბურთო გუნდის, ქსკ "ლანჩხუთის' ერთგული მხარდამჭერია და მათი თითოეული გამარჯვება, ძალიან ბევრი ქალისთვის სიძლიერის და გამარჯვების სიმბოლოა.

გვეამაყება, რომ ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ. ეს საკმარისი არ არის და ამ მიმართულებითაც გვაქვს გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გავაგრძელებთ იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი' - ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!