Ending Soon! Save 33% on All Access

ვინ არ დაისვენა? - Blush.ge პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა თავის მოვლის სფეროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Blush

Blush.ge წარმოადგენს საქართველოში პირველ ონლაინპლატფორმას, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კოსმეტიკისა და თავის მოვლის სფეროში წამყვანი და მოთხოვნადი − როგორც უცხოური, ასევე ქართული წარმოების ბრენდების პროდუქციას.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ უნიკალური შოპინგ-გამოცდილება ქალბატონებისთვის და მივცეთ მათ საშუალება, აღმოაჩინონ უშუალოდ მათთვის შექმნილი სილამაზის ახალი სამყარო. სფეროს აქტუალობიდან და მის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლაში" ქმნის სივრცეს, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის, ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ქალს, შეიძინოს სასურველი თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალება, ან მიიღოს რჩევა, გაიცნოს და შეიყვაროს მისთვის ახალი პროდუქტი.

„ბლაში" ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებზე და სთავაზობს მას კომფორტულ და გემოვნებიან პლატფორმას, რომელიც ონლაინშოპინგს არა მხოლოდ მარტივი შესყიდვის საშუალებად, არამედ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მომხმარებელს ხარისხიანი, ცხოველებზე დაუტესტავი, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური კომპონენტებით შექმნილი სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელსაც სწრაფი და კომფორტული საკურიერო მომსახურებით მივაწვდით ყველა მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

Blush.ge პლატფორმის ჩაშვებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და ამ ეტაპზე მის წინსვლასა და სრულყოფაზე დაუღალავად შრომობს ხუთი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალისგან შემდგარი, კრეატიული, მოტივირებული და ენერგიული გუნდი, რომლის დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა წარმოადგენს „ბლაშის" ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ინვესტიციას.

თავისთავად, ძალიან რთული იყო იმ დადებითი თუ უარყოფითი მხარეების სრულად შეფასება, რაც პანდემიის დროს პლატფორმის დაარსებას მოჰყვებოდა, თუმცა, ერთი რამ ჩვენთვის აშკარა გახლდათ − მნიშვნელოვანი იყო გამოგვეყენებინა სწორედ ეს ზაფხული, რადგან, მიუხედავად ყველა სირთულისა, ნელ- ნელა ყალიბდება ცხოვრების განახლებული რიტმი, ახალი მოთხოვნებითა და საჭიროებებით, რომელთა ნაწილიც „ბლაში" აუცილებლად უნდა გამხდარიყო.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ