Sponsored Content

ძველი ღირებულებების ახალი სიცოცხლე - სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა, ის მრავალი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სასწავლებელი იყო და მდიდარი ისტორიით ხასიათდება. შესაბამისად, სკოლა XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა.

სულ მალე კი ამ სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება - მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისთვის, განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს.

თუმცა, სანამ სკოლის მდიდარი გამოცდილებისა და თანამედროვე სივრცის ურთიერთგადაკვეთაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ, სკოლის ისტორიას მოგიყვებით.

სამი საუკუნის ამბავი

ქუთაისის პირველი სკოლა სამ საუკუნოვან ისტორიას აერთიანებს. მისი ამბავი ჯერ კიდევ 1830 წლიდან იწყება. მაშინ, ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, სულ რაღაც 20 წელიწადში, 1850 წელს კი ის ქუთაისის გუბერნიის შექმნის გამო ჯერ გიმნაზიად, შემდეგ კი 1879 წელს კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა. XX საუკუნის დასაწყისში კლასიკური გიმნაზია გაუქმდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, XXI საუკუნის დასაწყისამდე მრავალგზის იცვალა სახე. 2005 წლიდან კი ის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სახელით ფუნქციონირებს.

მრავალი გარდატეხისა და ცვლილების მიუხედავად, სკოლას საგანმანათლებლო საქმიანობა არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია.

შესაბამისად, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია მრავალი "ოქროს თაობის" წარმომადგენლის სასწავლებლად იქცა. აქ აღიზარდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... - ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოში საუნივერსიტეტო განათლებას ჩაუყარეს საფუძველი.

ამასთან, გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ სიმბოლისტი პოეტებიც: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, რომელთა ლიტერატურული შემოქმედება ევროპეიზაციის იდეასა და ჩვენში ევროპული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

პირველი სკოლა დღეს

2014 წლიდან ქუთაისის პირველი სკოლის დირექტორი სალომე სარალიძეა. როგორც გვიყვება, სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის ისეთი ხარისხიანი განათლების მიცემაა, რომელიც მათ დასავლეთის, განსაკუთრებით კი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება. რათა შემდეგ, მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

,,უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სოციალური გამოკვლევის თანახმად, სკოლა უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკოლის სტატუსს, რასაც ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატება განაპირობებს როგორც ოლიმპიადებზე, ასევე საგრანტო კონკურსებში.

ჩვენთვის მთავარი მიზანი, დასავლური, მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტებზე სწორებაა. ამიტომ, ვცდილობ, სკოლაში მუდმივად განვახორციელოთ ახალი პროექტები და პროგრამები, დავუპარტნიორდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რაც დაგვეხმარება, ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო ბევრი შესაძლებლობა.

მაგალითად, როგორც გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორმა სკოლამ, მოვიპოვეთ DSD-ს სტატუსი, რომლის საფუძველზეც გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება გადავიდა გერმანული უწყების კომპეტენციაში. ამით წარმატებულ მოსწავლეებს გზა ეხსნებათ გერმანული უნივერსიტეტებისაკენ, რითაც გრძელდება კლასიკური გიმნაზიის საუკეთესო ტრადიცია. გენდერული კუთხით ჩართული ვართ გაეროს ქალთა ფონდისა და UNPRA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში "გენდერული თანასწორობა ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ", მონაწილეობა მივიღეთ პროექტში "დემოკრატია იწყება სკოლიდან" - გვიყვება სალომე სალარიძე.

საქართველოს ბანკის იდეათეკა - სივრცე შემეცნებისთვის

მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება.

საქართველოს ბანკის იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. ის ახალგაზრდებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, როგორც ზოგადი ასევე სასკოლო განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე.

რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეებისთვის ქმნის სივრცეს, ახალი აღმოჩენებისთვის.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები საქართველოს 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს და 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა კი 2000-ზე მეტ მოსწავლეს დაეხმარება, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, შეიმეცნონ უფრო მეტი და გადადგან პირველი ნაბიჯები მეცნიერების უსაზღვრო სამყაროში.