Sponsored Content

ველი ბიზნესი - უნივერსალური გადაწყვეტა ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ველი ბიზნესი კორპორატიული შოპინგის ტრადიციულ პროცესს ცვლის და მას ბევრად უფრო მარტივ, სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მრავალფეროვანი მიმართულებებითა და ინდივიდუალური მიდგომით ველი ბიზნესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესის საჭიროებებს აკმაყოფილებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესების საჭიროებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - ველი ბიზნესის შექმნისას, გვინდოდა თითოეული სეგმენტისთვის მათზე მორგებული გადაწყვეტები შეგვეთავაზებინა, რომლებიც შესყიდვების პროცესისთვის სრულიად ტრანსფორმაციული იქნებოდა." - ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი

ველი ბიზნესი 3 ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

ბიზნესის მომარაგება მარტივად

ყველა ინდუსტრიის ბიზნესს ყოველდღიურად განსხვავებული პროდუქტები სჭირდება. საოფისე ბიზნესებს ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა, აქსესუარები, მცირე ავეჯი ან დეკორაციები, ხოლო HoReCa სექტორის შეუფერხებელ მუშაობას ხშირად სამზარეულოს ტექნიკა, დასუფთავების საშუალებები, სასმელი, ბარის აქსესუარები, ჭურჭელი და სხვა უამრავი ნივთი სჭირდება - ველი ბიზნესი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

ერთი შეკვეთით შესაძლებელია როგორც ტექნიკის, ისე დასუფთავების საშუალებების, სასმლისა თუ ავეჯის კორპორატიული ფასდაკლებით შეძენა, რაც შესყიდვების პროცესს ბევრად უფრო ბიუჯეტურს, მოკლევადიანსა და გაცილებით მარტივს ხდის, ვიდრე სხვადასხვა კატეგორიების ნივთების ცალკეულ კომპანიებში მოძიება.

გარდა ამისა, ველი ბიზნესი სხვადასხვა ფილიალის მომარაგების გამარტივებულ მომსახურებასაც გთავაზობს, რომელიც ყველა ფილიალის ერთდროულად მომარაგების შესაძლებლობას გაძლევს. მსგავსი სერვისი შეუფერხებელი მუშაობისთვის ხშირად გადამწყვეტის კი შეძლება აღმოჩნდეს.

გამარტივებული საჩუქრები

ველი ბიზნესი უნივერსალური გამოსავალია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ან პარტნიორებისთვის საჩუქრების გაგზავნა გსურს.

50 000-მდე უნიკალურ პროდუქტს შორის ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის მოიძებნება საჩუქარი, რომლის სასაჩუქრედ შეფუთვას, ინდივიდუალურ წერილსა და მიწოდებას ველი ბიზნესი უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გსურს ადრესატს არჩევანის სრული თავისუფლება მისცე - ველი ბიზნესი ნებისმიერი ღირებულებისა და ოდენობის ვაუჩერების შეძენის შესაძლებლობას გთავაზობს, რომლებიც ველის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება.

საერთო კამპანია განსხვავებული გამოცდილების შექმნისთვის

ველი ბიზნესი ყოველთვის ღიაა სიახლეების მიმართ და მისთვის ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესთან ერთად ინოვაციური გამოცდილებების შექმნა მნიშვნელოვანია. კომპანიამ ქართულ იქომერს სივრცეში პირველად გადადგა ნაბიჯი მსგავსი კოლაბორაციული კამპანიების შექმნისკენ, რათა კომპანიების ორმხრივი გაძლიერება და მხარდაჭერა, პარალელურად, პოზიტიურად ასახული მომხმარებლებზეც.

გასული წლის განმავლობაში ველი ბიზნესმა საქართველოს ბანკთან, კომპანია მოზაიკასთან, aPeople-თან, ალდაგთან, PSP დაზღვევასა და სხვა კომპანიებთან ერთად სხვადასხვა სპეციფიკის საერთო კამპანიები შექმნა.

ალდაგთან ერთად შექმნილი კამპანიის მექანიკა იმ მომხმარებლების ველის ვაუჩერების დასაჩუქრებას მოიაზრებდა, რომლებიც ბინას ალდაგში დააზღვევდნენ. ხოლო PSP-თან ერთად თანამშრომლობისას მომხმარებლები ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ველის ვაუჩერებს იღებდნენ.

გაიგე მეტი ველი ბიზნესზე და იშოპინგე ბიზნესისთვის მარტივად!