Ending Soon! Save 33% on All Access

ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მონაწილე საუკეთესო ხუთეულში დასახელდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულ ADOBE-ის დიზაინის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი თემა იყო "Refugees welcome - always". ჩემპიონატი 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ფლორიდაში (აშშ) მიმდინარეობდა და ქართველ ფინალისტებთან ერთად, მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფინალში 10 საუკეთესო გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, BTU-სა და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით, რეგიონული კონკურსი 13-23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. სწორედ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრნენ ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეოთხე ადგილის მფლობელი მარიამ ბაღათურია გახდა.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების გამოვლენაა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან: GITA, ACAG CG Georgia, Marketer.ge პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ