Ending Soon! Save 33% on All Access

"ამერიკის მეგობართა კლუბის" ორგანიზებითა და "საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, „ამერიკის მეგობართა კლუბის" ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის" მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, "საქართველოს ფოსტისგან" საჩუქრად, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება, ფოსტის მიერ აღნიშნული დღისათვის დამზადებული თემატური საფოსტო ბარათები გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა", გასული წლების მსგავსად, აქტიურად არის ჩართული ქართულ-ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წელსაც, ტრადიციისამებრ, შეუერთდა აღიშნულ, აშშ-სთვის მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა