Get All Access for $5/mo

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო ''მონარქი'' გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო "მონარქი" გაიხსნა.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია "ინს გრუპის" საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროში 30 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.

"მონარქი" მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.

"მონარქი" უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსთან დაკავშირება მათი Facebook გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ: https://facebook.com/hotelmonarchbatumi/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები