Ending Soon! Save 33% on All Access

დილის კონცეპტი დაიწყეთ დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აქ, ახლა თიბისი კონცეპტს საინტერესო სიახლე აქვს. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის - „დილის კონცეპტის" ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყოთ.

ვინაიდან ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, თიბისი კონცპეტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. შეხვედრების თემები და სპიკერები თითოეული თქვენგანის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა.

დილის კონცეპტის შეხვედრებს შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე დაესწროთ - tbc.zoom.us/j/96949275749

პირველი 4 სესიის თემები და განრიგი ასეთია:

  • 9 დეკემბერი - 9:30-10:30

ქეთი ბაქრაძე, შეფ-მზარეული - როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად?

  • 11 დეკემბერი - 9:30-10:30

თამუნა ჩიჩუა, PCC პროფესიონალი ქოუჩი - სწორი მიზნის დასახვა და მიღწევის გზები

  • 12 დეკემბერი - 10:30-11:30

ეკა ბაბუნაშვილი ქოუჩი PCC ICF, ბიზნეს ტრენერი - სახლი, რომელშიც ვცხოვრობ - დილის რიტუალები წარმატებისთვის

  • 15 დეკემბერი - 9:30-10:30

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგი - დასაქმებული მშობლები და ბავშვების საჭიროებები ახალ რეალობაში

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა