Get All Access for $5/mo

ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა IT HUB Tbilisi-ს მიზანი IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა იქნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IT Hub Tbilisi

ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები.

IT HUB Tbilisi-ს მიზანია, IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ენტერპრენუერების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა. სასწავლო პროგრამა ჩატარდება მსოფლიო სტანდარტის დაცვით EPAM-ის საუკეთესო მასწავლებლების მიერ. კურსდამთავრებულს ექნება საშუალება, მიიღოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სექტორში. სასწავლო კურსები მოიცავს 5 პროფესიას: front-end, ASP.NET, JAVA ან Android app დეველოპერი და Q&A ინჟინერი. სასწავლო პროგრამის პირველი წლის ბოლოს, პროექტს 100-ზე მეტი მაღალი დონის კურსდამთავრებული პროგრამისტი ეყოლება.

StrategEast ამერიკაში დარეგისტრირებული 501(с)3 ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის დაეხმაროს ევრაზიის ქვეყნებს გადაინაცვლონ რესურსზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ცოდნაზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე.

EPAM ამერიკის წამყვანი კერძო IT კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონცენტრირდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

სიახლეები

რესტორანი ''ბარბარესთან'' 50 Best Discovery-იმ ახალ აღმოჩენად დაასახელა

"გასტრონავტის" გუნდი რესტორანის კონცეფციის ავტორი, ბრენდინგის, ინტერიერის დიზაინისა და F&B მენიუს შემოქმედია