Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა ამჯერად იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს.

ამგვარად, უკვე მარტივად და კომფორტულად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს საგრძნობლად უმარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს.

დეტალურად, თუ როგორ გამოიჩინოთ სხვა ბანკის ანგარიშები ბიზნეს ინტერნეტბანკში, იხილეთ ვიდეო:

„ხშირად, ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს მეტად ესაჭიროება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს. სწორედ ამიტომ, ღია ბანკინგის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის. საწყის ეტაპზე, ისინი შეძლებენ ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში იხილონ. 2022 წლიდან კი, ღია ბანკინგი ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერციები, როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.", - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!