Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური თემატური პუბლიკაცია - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები" გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა.

კვლევის მიხედვით, ექსპორტის, გზავნილების, ფისკალური სტიმულის, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, 2020 წელს დაგროვილი ვალუტის მიმდინარე წელს გახარჯვა ეკონომიკის სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ვალუტის დეპოზიტებზე რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რაც დანაზოგების სამომხმარებლო და საინვესტიციო მიზნით გამოყენებას დამატებით აძლიერებს.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება, სხვა ფაქტორებთან ერთად, სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობებს აუმჯობესებს და ეკონომიკის აღდგენას დამატებით სტიმულს სძენს.

მართალია, ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, თუმცა თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზებში 2021 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტემპის შენელება გათვალისწინებული იყო. შესაბამისად, 2021 წლის დაახლოებით 10.5%-იანი ზრდის მოლოდინი შენარჩუნებულია.

პუბლიკაცია - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები" თიბისი კაპიტალის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://static.tbccapital.ge/uploads/files/Thematicinsights-Theadditionalfuelbehindtherestart.pdf

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი