Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად დაიბრუნე თანხის 25%

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი და Visa პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია" ბენეფიციარ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას თავაზობს. 24 დეკემბრიდან, ყველას, ვინც გააკეთებს ვიზა ბარათით შენაძენს ამ პროექტით შექმნილ ონლაინ მაღაზიებში - თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.

„ქეშბექის" აქცია შეეხება Visa-ს ბარათით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას. თიბისის და Visa-ს ინიციატივით, პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზიიის" ფარგლებში 100-ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესებს გაყიდვების ახალი არხების ათვისებაში. პროექტის ბენეფიციარები ძირითადად სტარტაპები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.

ერთის მხრივ, აქციის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ბიზნესებს, რომ მათ საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ მომხმარებელს „ქეშბექის" სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ამით მოხდება ონლაინ ვაჭრობის წახალისება. აქცია დაეხმარება ონლაინ მაღაზიებს ცნობადობის გაზრდაში და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში.

„ქეშბექის" აქციაში 100-მდე მაღაზის ჩართვა იგეგმება, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე https://shoptbcbusiness.ge/projects, ასევე, თიბისი ბიზნესის სოციალურ ქსელში. მაღაზიების სია კი, ყოველდღიურად ახლდება.

თანხის უკან დაბრუნების აქციით სარგებლობა მომხმარებლებს 14 იანვრამდე შეეძლებათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა