Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022" იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს. წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.

  • როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
  • როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
  • როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
  • სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე
  • მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
  • სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია
  • ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი", საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ტექნოლოგიური ტრენდები

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე''

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.