Ending Soon! Save 33% on All Access

Twitter-ის აქციონერები ილონ მასკთან გარიგების თაობაზე კრების მოწყობას აანონსებენ მიმდინარე სასამართლო დავის მიუხედავად, კომპანია გარიგების ჩაშლას არ აპირებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი Twitter-ის საკონტროლო პაკეტის შეძენას აღარ აპირებს, კომპანია შეთანხმების გაუქმების შესაძლებლობას არც კი განიხილავს.

26 ივლისს სოციალური ქსელის მესვეურებმა განაცხადეს, რომ 13 სექტემბერს ჩაინიშნა კომპანიის აქციონერთა კრება, რომელზეც დაგეგმილია კენჭისყრა მიმდინარე გარიგებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი გაგზავნილ განცხადებაში, კომპანია აქციონერებს ურჩევს ხმა მისცენ შეთანხმების შესრულებას და პროცესს ხელი არ შეუშალონ.

საქმე ის გახლავთ, რომ მასკმა ივლისის დასაწყისში უკან გამოიხმო საკუთარი შეთავაზება Twitter-ის $44 მილიარდად შეძენასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სოციალური ქსელი არ აწვდის მას საკმარის ინფორმაციას პლატფორმაზე არსებული ბოტებისა და ყალბი ანგარიშების რაოდენობის თაობაზე. ამის საპასუხოდ, Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო და აქციონერებს შეთანხმების შესრულების პირობა მისცა.

"ამ საჯარო სანახაობის მოწყობით, აქციონერთათვის სარფიანი შეთავაზების გაკეთებით და შემდეგ მასზე სრულიად გაუგებარი მიზეზით უარის თქმით, მასკს სურს დელავერის შტატის კანონი დაარღვიოს, ცალმხრივად გააუქმოს შეთანხმება, კომპანია გააუფასუროს ბაზარზე და განზე გავიდეს", − ნახსენებია კომპანიის სარჩელში.

სასამართლო პროცესის პარალელურად აქციონერთა კენჭისყრის ჩატარება ცხადყოფს, რომ Twitter-ი ბიზნესგარიგების პროცესის ჩაგდებას არ აპირებს. ექსპერტთა თქმით, Twitter-ი ვალდებულია იმოქმედოს საკუთარი აქციონერების საუკეთესო ინტერესების ფარგლებში, ხოლო შეთანხმების წარმატებით დასრულება ამჟამად პლატფორმის მთავარ მიზნად რჩება. ცნობისთვის, დელავერის შტატის მოსამართლემ პროცესის განხილვა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ჩანიშნა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში