Ending Soon! Save 33% on All Access

უქომაგე ქართველ სპორტსმენებს ბილაინთან ერთად ბილაინმა სპეციალური ინტერნეტ პაკეტი შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წამყვანმა ციფრულმა ოპერატორმა ბილაინი, შექმნა სპეციალური ინტერნეტ პაკეტი, რომელიც მის აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს თვალყური ადევნონ და უქომაგონ გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით მიმდინარე მატჩებსა და შეჯიბრებებს. შეთავაზება 15GB/12, ხელმისაწვდომია მატჩის/შეჯიბრის დღეს და პაკეტი აქტიური რჩება 30 დღის განმავლობაში.

ხსენებული სპორტული ღონისძიებების ყურება შესაძლებელია ევრაზიაში სიდიდის მიხედვით ნომერ პირველი ტელეარხის - Setanta Sports-ის მეშვეობით, რომელთანაც ბილაინს ექსკლუზიური პარტნიორობა აქვს. Setanta Sports-ი მის მაყურებელს წვდომას აძლევს ისეთ პოპულარულ ჩემპიონატებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL.

ბილაინის მიზანია, მომხმარებლისთვს შექმნას დამატებითი ღირებულება და შეთავაზოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ემსახურებიან აბონენტების ყოველდღიურ და სხვა ცხოვრებისეულ საჭიროებებს, კავშირგაბმულობის მიღმაც. ბილაინი წამყვანია ბაზარზე ინოვაციური, თანამედროვე ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით. ბილაინს აქვს არაერთი პარტნიორობა მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან სხვადასხვა სფეროში: მუსიკა, სპორტი, მობილური თამაშები და სხვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა