📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დღეს Startup Grind ხუთ ევროპელ ინვესტორს და ანტრეპრენერს უმასპინძლებს სტუმრებს შორისაა AVG კიბერუსაფრთხოების სტარტაპის დამფუძნებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

2 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, Startup Grind Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა „რესპუბლიკა"-ში გაიმართება. ღონისძების ფარგლებში, თბილისს ხუთი მაღალი რანგის ინვესტორი და ანტრეპრენერი ესტუმრება ევროპის 4 სხვადასხვა ქვეყნიდან:

  • Boris Zeleny – AVG კიბერუსაფრთხოების სტარტაპის დამფუძნებელი, NKB ბლოკჩეინ საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი, 70-მდე კომპანიის ინვესტორი;
  • Marian Gazdik – Startup Grind Europe-ის კონფერენციის ხელმძღვანელი, IPM Ventures-ის დამფუძნებელი;
  • Peter Kulloi - ინვესტორი და ფილანტროპი;
  • Martin Sadlacky - კომპანია Baltic Air-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
  • Juraj Priecel - Efficio Consulting-ის დამფუძნებელი.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ქართველ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ წარმატებული სტარტაპების მშენებლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დაანონსდება Startup Grind Tbilisi-ის რეგიონალური ღონისძიება, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს გაიმართება.

Startup Grind, Google for Startups-თან თანამშრომლობით, ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 125 ქვეყნის, 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წარმომადგენელს აერთიანებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Startup Grind-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია