📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, კახეთში ''ტურიზმის კლასტერის'' ეგიდით, ინფოტურები მოეწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი "კლასტერები განვითარებისათვის", რომელიც GIZ-ის მიერ ხორციელდება, 2022 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფოტურის ფარგლებში კახეთსა და იმერეთში არსებულ "ტურისტულ კლასტერებს" ეწვია. ინფოტურის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მომუშავე აქტიურ ტუროპერატორებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ კლასტერის წევრი მეწარმეები, შეესწავლათ მათი პროდუქტები, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეები და საქმიანი ურთიერთობა გაეღრმავებინათ მეღვინეებთან, ოჯახური სასტუმროების მფლობელებთან თუ ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგის ოსტატებთან.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, კახეთში ე.წ. "რუთები" − ტურისტული გზები შეიქმნა, რომლებიც აერთიანებს კლასტერის წევრ მეწარმეებს და უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისათვის ერთი მხრივ ამარტივებს მოგზაურობას, ხოლო მეორე მხრივ, მათ ამ რეგიონების კოლორიტის, ავთენტურობისა და ტრადიციული მასპინძლობის სრულყოფილად გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.