Sponsored Content

დეველოპერული კომპანია "ემ ეს ბილდერი" – "აქციე ოცნებები რეალობად" "სახლი, რომელიც შენს ამბავს გვიამბობს"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ემ ეს ბილდერი" მრავალი წელია პარტნიორ კომპანიებთან ერთად პოზიციონირებს სამშენებლო ბაზარზე . 2021 წლიდან კი დეველოპერული პროექტების განხორციელება მათი მთავარი მიმართულება გახდა . კომპანიისთვის ყოველი ახალი პროექტი არის შრომისა და ხალხის სიყვარულის ერთობლიობა, რადგან შეძლეს და მათ მისცეს შესაძლებლობა, აესრულებინათ ოცნებები.

უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, სწორედ ამიტომ "ემ ეს ბილდერის" მთავარი მიზანია, მომხმარებელთა სურვილები აქციონ რეალობად განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა და ჰქონდეთ შანსი, დაიწყონ ახალი ცხოვრება ახალი ემოციებით.

კომპანიას სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ მათი განხორციელებული და მიმდინარე პროექტები "არის იმის დასტური, რომ მომავალში "ემ ეს ბილდერი" კვლავ გააგრძელებს ხალხის ოცნებების ასრულებას ყოველგვარი სირთულეების გარეშე.

ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც დიდი დიღმის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს, გახლავთ "მწვანე უბანი" . კონტრაქტორებად შერჩეულნი არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები, რომელთაც ბაზარზე თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილების ნიშა უკავიათ სამშენებლო სფეროში.

"მწვანე უბანი" იქნება არა მხოლოდ მაღალი დონის საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს 14 000 კვ.მ. განაშენიანებას, საბავშვო მოედნებს, რეკრეაციულ ზონას, კომერციულ სივრცეებსა და 24-საათიან დაცულ, კერძო ტერიტორიას. მომავალ მცხოვრებლებს შეეძლებათ, ერთ სივრცეში მიიღონ მათი კომფორტისთვის საჭირო ყველა სერვისი.

Entrepreneur-ის კითხვაზე, როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, "ემ ეს ბილდერში" ასე გვპასუხობენ:

ჩვენი სამომავლო გეგმები ყოველთვის უკავშირდება კომპანიის განვითარებასა და გაზრდას, რაც უკვე თვალსაჩინოა ჩვენს მიმდინარე პროექტებზე, ჩვენი ყოველი ახალი პროექტი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვართ გუშინდელზე წარმატებულები და ხვალ ვიქნებით დღევანდელზე უკეთესები, ამ მოტივაციას გვაძლევენ ჩვენი მომხმარებლები და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვჩერდებით, ვინაიდან გვინდა, რომ ბევრი ადამიანის სამომავლო ოცნებების ახდენაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.