📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Glovo-ს განახლებული სტრატეგია Brands Ads მიმართულებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მას შემდეგ, რაც Glovo ქართულ ბაზარზე შემოვიდა, მკვეთრად შეიცვალა ელექტრონული კომერციის ბაზარი. აპლიკაცია აერთიანებს ბაზრის თითქმის ყველა კატეგორიას და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ესაა Glovo-ს მისიაც: გახადოს ყველაფერი ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი.

გასულ წელს გლოვომ წარადგინა 4 Side Marketplace-ის სტრატეგია, რომელიც Glovo-ს ეკოსისტემაში ბრენდების ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. ამ მიმართულების განსავითარებლად Glovo-ში ჩამოყალიბდა Brands Ads-ის გუნდი, რომელიც კომპანიის თანამედროვე რითეილ მედიად ტრანსფორმაციაზე მუშაობს.

ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo-ს In-app თუ off-App არხებით, ბრენდებისათვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას. პარტნიორების ჩამონათვალი აერთიანებს FMCG ბრენდებს, ბანკებს, საგადახდო პროვაიდერებს თუ სხვა იმ კომპანიებს, რომლებიც ციფრულ კომერციას ბიზნეს განვითარების ძირითად სტრატეგიად მოიაზრებენ.

Glovo-მ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგა ამ მიმართულებით და ამჟამად აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია ცiფრული სერვისები, რომელიც შესაძლებელია ბრენდებმა სხვა მასშტაბური დიჯითალ არხების პირდაპირ ალტერნატივად განიხილონ. შეიქმნა Ad server, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს გაზომვად მარკეტინგულ ხელსაწყოებთან ჰქონდეთ წვდომა და პროდუქტები გაარეკლამონ არა უბრალოდ დიჯითალ არხში, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ყველაზე საჭირო მომენტებში.

ციფრული კომერციის განვითარებასთან ერთად უკვე გაჩნდა საჭიროება ბრენდებში, რომ დააინტეგრირონ ციფრული კომერცია სტრატეგიაში და ამას Glovo-ს პარტნიორების მზარდი რიცხვიც ადასტურებს. თუ 2022 წელს 60 მდე ბრენდთან მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა მარკეტინგული მიმართულებით, წლევანდელი მონაცემებით ეს ციფრი უკვე გაორმაგდა და გაიზარდა დაინტერესებული კომპანიების რიცხვიც.

"Glovo გლობალურად უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა მარკეტინგულ სააგენტოსთან და ჩვენი მიზანია, რომ რეგიონსა და საქართველოშიც ყველა წამყვან მედია სააგენტოსთან დავპარტნიორდეთ. გვჯერა, რომ ჩვენი რითეილ მედია პლატფორმად ტრასფორმაციის პროცესი ბევრ მხარეს ბრენდს დაეხმარება და გაუმარტივებს ციფრული კომერციის განვითარებას და პირდაპირ აისახება მათი პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვების ზრდაზე." - აცხადებენ კომპანიაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ