📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლინეიტის Dev School-ის ახალ პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით "ლინეიტი" აცხადებს მიღებას პროგრამული
უზრუნველყოფის გადამზადების პროგრამაზე - Dev School : Code Camp.

ერთთვიანი Front-End პროგრამის ფარგლებში, დამწყებ დეველოპერებს შესაძლებლობა ეძლევათ: დაეუფლონ მომავლის პროფესიას, დასაქმდნენ საერთაშორისო კომპანიაში და იმუშაონ დარგის პროფესიონალებთან.

ახალი პროგრამის მთავარი მესიჯია: გზა პროფესიული წარმატებისკენ

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს

Lineate-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაში.

საქართველოში ოფისი Lineate-მა 2022 წელს დააარსა. მიზანი აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზე საქმიანობის გაფართოება და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესება იყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ:
● განახორციელა $14-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში;
● შექმნა 200-მდე სამუშაო ადგილი;
● დაიწყო პროგრამა Lineate Dev School, რომლის ფარგლებში 500 კანდიდატიდან,
გადარჩევის შედეგად გადაამზადა 25 სტუდენტი და დაასაქმა 5 .
● ქუთაისის საერთაშორისო და თავისუფალ უნივერსიტეტში სტიპენდია დაუნიშნა
კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის წამყვან სტუდენტებს
● განათლების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გააფორმა 6 წამყვან უნივერსიტეტთან;
● მხარი დაუჭირა საერთაშორისო Grace Hopper Award-ის პროგრამას, რომელიც
აღიარებს ქალების წვლილს ქართული ICT-ინდუსტრიის განვითარებაში;