📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

m2, ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით, ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ქართული ბრენდები m2-ის სლოგანის - "იცხოვრე შენი ცხოვრებით" შთაგონებით, სპეციალურ კოლექციას შექმნიან და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. კოლექცია ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს გააერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურები, ლეპტოპის ჩანთები, მობილურის ჩასადებები, სამგზავრო ჩანთები, საპასპორტეები, კიმონოები და სხვა.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

პროდუქციის საჩვენებელი ვერსიები m2-ის გაყიდვების ოფისებშიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს მათი ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

"კოლაბორაციის იდეა ბრენდის ახალი პლატფორმის შემოტანისთანავე გაჩნდა და შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულზე განხორციელდა. ახალი მოწოდება - "იცხოვრე შენი ცხოვრებით" დიზაინერ თაკო მექვაბიძის კოლექციაში ეფექტურად ინტეგრირდა. მიზანი, მოწოდების ადამიანებთან უფრო ახლოს მიტანა იყო მაშინაც და დღესაც. ჩვენი პარტნიორების პროდუქცია ყოველდღიურ გამოყენებაშია და ჩვენც, ყოველდღე გვინდა შევახსენოთ ადამიანებს -"იცხოვრე შენი ცხოვრებით", ისე, როგორც არავის უცხოვრია. ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ ხარ, უნიკალური და განსხვავებული", - ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტში ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და "იცხოვრე შენი ცხოვრებით" თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?