📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რეზო თურნავას სახელობის ფონდი ციფრული განათლებისთვის და დასაქმების ფორუმი სქილვილის სტუდენტებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.

სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად გაიმართა ფონდის პრეზენტაცია, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები და ბიზნეს გაერთიანებები გაწევრიანდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და თავიანთ წვლილი ამ საქმეში."სქილვილისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, რომელიც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი, რომელიც იქნება გამორჩეული მდგრადობით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წარმატებულ კომპანიას, რომელიც ამ ინიციატივის შემოუერთდა და ფონდში გაწევრიანდა. მათი წვლილი ნამდვილად ძალიან დიდი იქნება როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში." - ლანა ჩხარტიშვილი, სქილვილ საქართველოს დირექტორი.

ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.

ამ მიზნით, რეზო თურნავას სახელობის ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები, როგორიცაა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია(BAG), Lineate, არქი, თეგეტა, Terminal, Phubber, HT Solutions.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი. 20-მდე კომპანიის წარმომადგენელმა, სქილვილის კურსდამთავრებულებს სხვადასხვა მიმართულების აქტიური და ექსკლუზიური ვაკანსიები გაუზიარეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან, კერძო და საჯარო სექტორებიდან.

ღონისძიება Women in Cyber-თან პარტნიორობით ჩატარდა, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერილი პლატფორმაა.

სქილვილი რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია, სადაც სწავლება შესაძლებელია პროგრამირების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ