📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები "გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის" შესახებ ისაუბრებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე "გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა".

ფეხბურთის გულშემატკივარ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს შოთი არველაძეს და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, Arveladze Foundation-ის დამფუძნებელს აჩი არველაძეს მოუსმინოს.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადების პროცესზე მოუყვებიან - გააცნობენ, თუ როგორ ემზადებიან სპორტსმენები თამაშებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მათ წარმატებას ან წარუმატებლობას, რა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი მენეჯერისა და მოთამაშის მხრიდან მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს.

26 მარტს გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი საქართველოს ბანკია.

შეხვედრა 19 მარტს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 29).

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ