Join our Waitlist for Expert Advice!

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

McDonalds საქართველო

1999 წლის 5 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში "ოქროსფერი თაღის" სიმბოლო ცენტრალურ გამზირზე გამოჩნდა და ნახევარი საუკუნის წინ, ილინოისის შტატში გახსნილი მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტის დიზაინი კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

ერთ დროს, ძმები მაკდონალდსების გამორჩეული არქიტექტურული იდეის განხორციელებით, რომელიც მათ მიერ შექმნილი პატარა რესტორნის ოქროსფერი თაღებით გაფორმებულ ფასადს გულისხმობდა, "მაკდონალდსის" უცვლელ სავიზიტო ბარათად ასო-ბგერა M, მის ლოგოტიპად კი სწორედ თაღოვანი სიმბოლო იქცა.

M, რომელიც შტატებში გამოჩენისთანავე მიმზიდველი დანიშნულების ადგილის მიმანიშნებელი აღმოჩნდა, დღეს 63-წლიანი ისტორიის მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა − სწრაფი კვების უზარმაზარი მსოფლიო ქსელი "მაკდონალდსი". ეს არის სახელი, რომლითაც წარმატებული პოზიციონირება ათეულობით წლის წინ მცირე რესტორნის მფლობელმა ძმებმა მაკდონალდსებმა, შემდეგ კი ქსელის გაფართოების ინიციატორმა ფრენჩაიზერებმა ერთადერთი მთავარი მიზნის ხარჯზე შეძლეს. მიზნის, რომლითაც "მაკდონალდსი" თანამედროვეობაშიც მოწინავე ბრენდად რჩება − ეს მუდმივი ინოვაციაა.

მსოფლიოს 119 ქვეყანაში "მაკდონალდსი" ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. 1999 წლიდან კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეგმაზომიერად ფართოვდება და თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში, მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს. საქართველოში 20-წლიანი ოპერირების პრინციპს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება წარმოადგენს. "მაკდონალდსის" სტრატეგიული პრიორიტეტი კი ახალი სერვისებით მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა.

"მაკდონალდსი" უკვე მრავალი წელია მომხმარებელს ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს და სტუმრობის გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის. თვითმომსახურების კიოსკი საქართველოში 2016 წელს დაინერგა. კიოსკი მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. მომხმარებლისთვის სწრაფი, ახალი და ეფექტური გზაა შეკვეთის გასახორციელებლად, რადგან მას შეუძლია აარიდოს თავი შეკვეთის ზონას და პირდაპირ, კიოსკის საშუალებით განახორციელოს შეკვეთა და ანგარიშსწორება.

კიოსკის შეთავაზების შემდეგ, "მაკდონალდსმა" მორიგი ნაბიჯი გადადგა და ამასთანავე, მოქნილი სერვისების ჩამონათვალს, 2018 წლის აპრილიდან მორიგი მომსახურებაც შემატა: ისინი, ვინც "მაკდონალდსს" თავად სტუმრობენ, შეკვეთის ლოდინისგან გაათავისუფლა, რადგან მომხმარებელი სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებს.

ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია: სტუმარი კიოსკზე სასურველ მენიუს უკვეთავს, ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას, კიოსკის შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს, ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას, "მაკდონალდსის" თანამშრომელს კი, ნომრის შესაბამისად, შეკვეთა ადგილზე მიაქვს.

2018 წლის მაისში, "მაკდონალდსის" გლობალური აპლიკაცია დაინერგა, რომლის გამოყენებითაც, მომხმარებელს სხვადასხვა გემრიელი შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია. აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს, პროდუქტებთან დაკავშირებული ისეთი საინტერესო ინფორმაცია მიიღოს, როგორიცაა მაგალითად პროდუქტების ალერგენები და ენერგეტიკული ღირებულებები.

"მომავლის გამოცდილების პლატფორმის" კიდევ ერთი ნაწილი რესტორანში სტუმართმოყვარეობის ლიდერის არსებობაა, რომელიც მომხმარებელს ღიმილით ესალმება, ბავშვებს ბუშტებს ჩუქნის, სტუმარს უთითებს კიოსკისკენ და აწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას. ის არის ბრენდის ელჩი, რესტორნის სახე და ხმა, რომელიც მუდმივად ზრუნავს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. "მაკდონალდსში", როგორც დასაქმების სფეროს ლიდერ კომპანიაში, სტუმართმოყვარეობის ლიდერი ერთ-ერთი სამუშაო პოზიციაა. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის აქ 1000-ზე მეტი ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია.

ევროკავშირმა კი "მაკდონალდს საქართველო" შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა.

აღნიშნული სიახლეები "მომავლის გამოცდილების პლატფორმის" დანერგვას გულისხმობს, რისი დამსახურებითაც 2018 წლის 29 აგვისტოს საქართველოს "მაკდონალდსმა" საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. "მომავლის გამოცდილების" (Experience of the Future) სტანდარტის კონტროლისთვის, საქართველოში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმისა და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, "მაკდონალდს საქართველოზე" გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის EOTF 1.0 სერტიფიკატი.

მიმზიდველი აპლიკაციითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისით, "მაკდონალდსმა", მომხმარებლის სრული კომფორტისთვის, მათი მოთხოვნა გაითვალისწინა და კიდევ ერთი სიახლის − "მაკ დელივერის" დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე მიტანის სერვისის ფარგლებში, კომპანია ორ გამოცდილ პარტნიორთან თანამშრომლობს და ესპანურ ტექნოლოგიურ სტარტაპ Glovo-სთან, ასევე ევროპის 14 ქვეყანასა და 38 ქალაქში წარმოდგენილ Wolt-თან ერთად, საკვების შინ და ოფისში მიტანის სერვისი გაააქტიურა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მაკდონალდსმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც. 1999-2019 წლის პერიოდში საბიუჯეტო გადახდებმა 89 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

"მაკდონალდს საქართველოს" სამომავლო განვითარებისთვის EBRD-ის მიერ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ასევე, "მაკდონალდსის" მიერ გაცემული სახელფასო დანახარჯი 2-ჯერ აღემატება HoReCa-სეგმენტის ტოპკომპანიების საშუალო სახელფასო დანახარჯებსაც. ამ და სხვა მრავალი მიზეზით, რესტორანი საქართველოში HoReCa-სეგმენტის ლიდერად იქცა. მიუხედავად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სწრაფი კვების ბაზარზე მზარდი კონკურენციისა, "მაკდონალდსი" ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი ბრენდია და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მთლიან HoReCa-სეგმენტში რამდენიმე წელია პირველ პოზიციას არ თმობს.

საქართველოს "მაკდონალდსის" პირველობა ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო − Best overall Performance დაიმსახურა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ათენში გაიმართა და რომელსაც "მაკდონალდს გლობალის" მენეჯმენტი ესწრებოდა, "მაკდონალდს საქართველო" ევროპის ქვეყნებს შორის გამოარჩიეს.

საქართველოში ოპერირების განმავლობაში, "მაკდონალდს საქართველოს" მრავალი ჯილდო აქვს მიღებული − როგორც ხარისხისა და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის; სამახსოვრო ფაქტად იქცა ისიც, რომ ქართველ არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებული ბათუმის "მაკდონალდსის" შენობა TED-გალერეის, "მომავლის არქიტექტურის" ათ შენობას შორის მოხვდა.

ვაკის ახლად გახნილმა რესტორანმა "მაკდონალდსი" მომხმარებლების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქცია, რადგან კომპანიამ ამიერკავკასიაში პირველი "მაკკაფე" თბილისში, კერძოდ ვაკეში, არაყიშვილის 3 ნომერში გახსნა. ვაკის რესტორანი სხვა რესტორნებისგან კონცეფციით განსხვავდება. ეს არის სივრცე, რომელიც რესტორანსა და კაფეს აერთიანებს.

როცა კომპანიამ ვაკის გარემოებრივ ანალიზზე მუშაობა დაიწყო, აღნიშნულ უბანში მეტად კონცენტრირებულად არსებული კაფეების გათვალისწინებით, სტანდარტული ტიპის რესტორნის გახსნაზე უარი თქვა. შესაბამისად, მომხმარებელს მიმზიდველი პროექტი შესთავაზა და ასე გამოჩნდა კონკურენტულ სივრცეში "მაკკაფე", რომელმაც საკუთარი უნიკალურობით ავსტრიული კონცეფცია გაიმეორა და მომხმარებლებს საკვებ პროდუქტთან ერთად, ყავისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა.

რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიული კომპანია Schloffer-ის მიერ. რესტორანი აჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით და ინფრასტრუქტურა სრულადაა მორგებული შშმ პირებზე.

"მაკდონალდსის" რესტორან-კაფეს ინტერიერიც განსხვავებულია. აქ არა მხოლოდ "მაკდონალდსის" რესტორნისთვის დამახასიათებელი მაგიდა-სკამებია, არამედ კომფორტული სავარძლები დგას, ყავისთვის ბრენდირებული ფინჯნები და არა ერთჯერადი ჭიქები გამოიყო და ხარისხობრივად მაღალი სტანდარტი მომხმარებელს წარედგინა.

გამორჩეული ინტერიერი და პროდუქციის მოწოდების დახვეწილი სერვისი Mccafe-ს უპირატესობაა − სპეციალიზებული ბარისტა, რომელიც ყავის გემოვნურ თვისებებს არეგულირებს, მაღალი ხარისხის 100%-იანი არაბიკის მარცვლებით მომზადებულ ფინჯან ყავას ამზადებს.

უახლოეს მომავალში Mccafe-ს გახსნა სხვა უბნებშიც იგეგმება და შემდგომში სხვა მისამართებზეც წარმოადგენს მადისაღმძვრელ ტკბილეულსა და სასმელს. კაპუჩინოს, ლატე მაკიატოს, მოკას, ცხელი შოკოლადისა და სხვა მრავალი არომატის დესერტის დაგემოვნება ჩიზ-ქეიქთან, შოკოლადის ნამხვართან, მაფინებსა და ორცხობილებთან ერთად, არჩევანის მხოლოდ მცირე ნაწილია...

აქ წარმოდგენილი ნამცხვრები აბსოლუტურად ახალი სიტყვაა "მაკდონალდსისთვის" და სიახლეა, რომელიც ევროპაშიც იშვიათად "ითქმის", ამიერკავკასიაში კი პირველი პრეცედენტი თბილისის რესტორანმა შექმნა.

პირველი პრეცედენტია ფაქტიც, რომ "მაკდონალდსის" ლოგისტიკური ჰაბი საქართველოში McDonald's-ის ისტორიაში ერთადერთია, სადაც მომარაგების სისტემაც მმართველ კომპანიას მიენდო. ჰაბი მთელი ამიერკავკასიის რეგიონზეა გათვლილი, რომელსაც მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

"მაკდონალდსი" საქართველოში ზუსტად 20 წელია რაც ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში, კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, 5 ქალაქი, 15 რესტორანი, ხოლო კავკასიის მასშტაბით, უმაღლესი სტანდარტის მქონე სადისტრიბუციო ცენტრი მოიცვა. მუდმივად განვითარებადი კომპანიისთვის, ლიდერის რანგში პოზიციონირება სტაბილურ პირობად იქცა. ამჟამად, "მაკდონალდსი" 2 წლის ვადაში დამატებით 7 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"