📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ელასტია" - პირადი მოხმარებისთვის დამზადებული კოსმეტიკიდან შექმნილი ბიზნესი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ელასტია" ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც დღის, ღამის, თვალის, ხელისა და ტანის საცხებს, შრატებს, ლოსიონებს, ასევე თმის პროდუქტებსა და დასაბან საშუალებებს ამზადებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე, ბრენდს აქვს შესაძლებლობა, ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც შეურჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

"ელასტიას" შექმნის იდეა ანა ღაღაშვილს პანდემიის დაწყებამდე ორი თვით ადრე გაუჩნდა, მაშინ, როდესაც პირადი მოხმარებისთვის შექმნილი პროდუქციის შეძენის სურვილი თავად მომხმარებელმა გამოთქვა.

"შეიძლება ითქვას, რომ საქმიანობა ერთი საცხის გაყიდვით დაიწყო. თავდაპირველად ვაკვირდებოდი, თუ როგორ მიიღებდა მომხმარებელი პროდუქციას. აღმოჩნდა, რომ კმაყოფილმა მომხმარებლებმა არა მხოლოდ ხელახლა შეიძინეს ჩვენი პროდუქტი, არამედ რეკომენდაციაც გაუწიეს სანაცნობო წრეში. აქედან დაიბდა იდეა, რომ შემექმნა ბრენდი, რომელიც არათუ სახლის პირობებში, არამედ სპეციალიზებულ საწარმოში შექმნიდა პროდუქტს", − აღნიშნავს ანა ღაღაშვილ.

ანას თქმით, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას ყველაზე დიდ გამოწვევას საწარმოს საჭირო ინვენტარით აღჭურვა წარმოადგენდა, რასაც გარკვეული თანხა სჭირდებოდა. საცხები აუცილებლად სათანადო სტანდარტების დაცვით უნდა შექმნილიყო, შესაბამისად, საჭირო იყო სხვადასხვა ხელსაწყო-დანადგარის შეძენა. ამისათვის ანამ საგრანტო პროექტ "აწარმოე საქართველოში" მიიღო მონაწილეობა, დაფინანსებაც მოიპოვა და საჭირო ინვენტარი შეიძინა.

ანას თქმით, საქმიანობის განმავლობაში გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება არ დასჭირვებია, თუმცა მისთვის, როგორც ქალისთვის, რთული აღმოჩნდა ერთდროულად შვილებზე მზრუნველი დედისა და წარმატებული მეწარმის ამპლუის მორგება. როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე დიდი მოტივატორი საქმისადმი სიყვარულია − სილამაზე, ესთეტიკა, ბუნებასა და გარემოსთან არსებული შინაგანი კავშირი.

"ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს იკავებენ, ვურჩევ, აუცილებლად ის საქმე წამოიწყონ, რაც ყველაზე მეტად უყვართ. როდესაც დაბრკოლებებს შეხვდებით გზაზე და ეს აუცილებლად მოხდება, მხოლოდ საქმისადმი უკიდეგანო სიყვარული მოგცემთ ძალას, რომ წინსვლა არ შეწყვიტოთ. ვფიქრობ, რისკის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია, ოღონდ ეს რისკი აუცილებლად გონებით უნდა იყოს კარგად აწონ-დაწონილი", − აღნიშნავს ანა.

ამჟამად, წარმოების გარდა "ელასტიას" ბაზაზე ხელნაკეთი კოსმეტიკის დამზადების შემსწავლელი საბაზისო კურსი ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში კი პროგრამის მასტერკლასის მოდულის შექმნაც იგეგმება. ანას დიდი სურვილია, ქართული კოსმეტიკური ნაწარმი უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეს და საკუთარი პროდუქცია მაღაზიებისა და აფთიაქების თაროებზეც იხილოს − "ქართულ კოსმეტოლოგიას საკმაოდ მდიდარი ტრადიციები აქვს , შესაბამისად, გვაქვს ამის რესურსიც", − აღნიშნავს იგი.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ