📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ უნდა შეადგინოთ მომგებიანი განრიგი რას გვეუბნება ინფლუენსერი - კრიზელ ლიმი?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Entrepreneur-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

კრიზელ ლიმი Instagram-ინფლუენსერია, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ამასთან ერთად, საგანმანათლებლო სტარტაპ Bümo-ს დამფუძნებელი და მთავარი მარკეტოლოგიცაა. ლიმისთვის პრობლემა არ არის უამრავი ამოცანის შესრულება, რადგან გარკვეული სტრუქტურის მქონე გრაფიკს ადგენს, რომელშიც ნებისმიერი სამუშაოსთვის აქვს გამოყოფილი დრო (სოციალური მედიის გადასახედადაც კი). ქვემოთ გაეცნობით, როგორ ანაწილებს იგი პრიორიტეტებს.

1 სოციალიზაცია

„ისე დავგეგმე ჩემი გრაფიკი, რომ სოციალურ მედიაში უაზროდ ტრიალში არ დამკარგვოდა დრო. დილით და საღამოს 30 წუთს ვუთმობ, რომ რაც გამომრჩა, გავეცნო. გარდა ამისა, ყველა გაფრთხილება გათიშული მაქვს, რათა ყურადღება არაფერმა გამიფანტოს და მათი გახსნის ცდუნება არ გამიჩნდეს დღის განმავლობაში".

2 კლასიფიცირება

„ჩემი დღე ორ ნაწილად გავყავი. ბიზნესთან და სტრატეგიასთან დაკავშირებულ ყველა ამოცანას, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ზარები და შეხვედრები, დილით ვასრულებ. უპირველესად, მათზე მუშაობის დაწყება მომწონს, რომ დღის დასაწყისშივე მივცე ჩემს გუნდს ის, რაც სჭირდებათ. შუადღისას შემოქმედებით სამუშაოზე გადავდივარ: გადაღებები, სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებულ იდეებზე მუშაობა, პოდკასტინგი, წერა და ა.შ. ეს მაძლევს საშუალებას ჩემი ბიზნესის ორივე მხარეს თანაბარი დრო დავუთმო და ერთი მეორეში არ ავურიო".

3 კომუნიკაცია

„ყოველდღე ვუკავშირდები ჩემს გუნდს. ახლა, როდესაც შინიდან ვმუშაობთ, დღის ბოლოს ვრეკავ, უნდა დავრწმუნდე, რომ ყველა იცავს ვადებს და მიზნების შესრულებაზე მუშაობს. ეს გვაძლევს საშუალებას ერთმანეთსაც დავუკავშირდეთ და ყველა დავალებაც სათანადოდ შევასრულოთ".

4 მოდუნება

„როგორც კი ჩემი შვილები დასაძინებლად მიდიან, სულ მცირე, ერთ საათს ვატარებ ვიდეოებისა და შოუების ნახვაში, ჟურნალებს ვკითხულობ ისე, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. დღის წესრიგი არ მაქვს, უბრალოდ, ვტკბები ამ დროით, ახალი იდეებისა და პროდუქტების აღმოჩენა მსიამოვნებს. ხშირად ჩემი შემდეგი დიდი იდეა სწორედ ასეთ დროს იბადება".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

10 გზა, რომელთა დახმარებითაც კონკურენცია თქვენს ბიზნესს გააუმჯობესებს

ჯანსაღი კონკურენცია გიბიძგებთ გაცილებით გონივრულად იმუშაოთ თქვენი რესურსებით