📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მაღალი საპროცენტო სარგებელი - ტერაბანკმა ვადიან ანაბრებზე აქცია დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო. პირობები უცხოურ ვალუტაში გახსნილ ვადიანი ტიპის ანაბრებზე გავრცელდება და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, აშშ დოლარში გახსნილ ანაბარზე 4.30%-მდე (ეფექტური 4.21%-მდე) სარგებელი მიიღოს, ევროს შემთხვევაში კი - 3.20%-მდე (ეფექტური 3.15%-მდე).

მაღალი საპროცენტო სარგებლის გარდა, აქციაში ჩართული მომხმარებლები იმ ბენეფიტებითაც ისარგებლებენ, რაც ზოგადად ტერაბანკის ვადიანი ტიპის ანაბრებზე მოქმედებს. დეპოზიტის თანხის მიხედვით, მათ Visa კლასიკი, Visa გოლდი ან Mastercard გოლდი გადაეცემათ და SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკიც უფასოდ გაუაქტიურდებათ.

"ტერაბანკის მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და, ამავდროულად, მოქნილი პროდუქტია. ჩვენთვის მომხმარებლების კმაყოფილება პრიორიტეტულია, ამიტომ მათ პოპულარულ პროდუქტებზე წამახალისებელ აქციებს პერიოდულად ვთავაზობთ. ვიმედოვნებთ, მიმზიდველი პირობებითა და მაღალი სარგებლით ამჯერადაც ბევრი მათგანი დაინტერესდება", - აცხადებენ ტერაბანკში.

ამჟამად ტერაბანკი მომხმარებლებს ვადიანი ტიპის ანაბრების სახით ვადიან, ზრდად, Flex, საბავშვო ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს ვადიანი ტიპი ანაბრის გახსნა და, შესაბამისად, აქციაში ჩართვა როგორც დისტანციურად - ბანკის ვებგვერდზე, ინტერნეტ ან მობაილბანკით, ისე ტერაბანკის ფილიალებში სტუმრობით შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ