📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Mycoins პირველი კომპანიაა, რომელმაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია მოიპოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წელს საქართველოში დარეგულირდა კრიპტოვალუტის (ვირტუალური აქტივის) მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი. პირველი კომპანია, რომელმაც ეროვნულ ბანკში საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, დარეგისტრირდა და ბაზრის სტაბილურობისთვის ასე საჭირო VASP ლიცენზია მოიპოვა, Mycoins.ge-ია. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ:

"Mycoins.ge 2018 წლიდან ერთგულად ემსახურება ქართველ კრიპტომომხმარებელს, ეხმარება ოპერაციების მარტივად ჩატარებასა და ციფრული აქტივის ეფექტურად მართვაში. უკვე 5 წელია, რაც ინოვაციებითა და გამოწვევებით სავსე ბაზარზე სტაბილური კრიპტოსივრცე შევქმენით და საიმედო პარტნიორის რეპუტაციაც დავიმსახურეთ.

ჩვენს მიღწევებს ადასტურებს (და ძალიან გვახარებს) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიის მოპოვება. "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი" ქვეყანაში 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. წესი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა შედგენილი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელოსთან შესაბამისობაშია. ამ რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნები Mycoins.ge- დააკმაყოფილა, ეროვნულ ბანკს წარუდგინა და ლიცენზიით განპირობებული ვალდებულებებიც აიღო.

პირველი ლიცენზირებული (VASP) კომპანია ვართ, რაც Mycoins.ge - სანდოობისა და სტაბილურობის მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. ეს აღიარება გვანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას ციფრული აქტივების სფეროს განვითარებაში და გვაძლევს უწყვეტი განვითარების მოტივაციას."

Mycoins.ge VASP ლიცენზიაზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოვეს მომავალში მრავალი ინოვაციური მომსახურების შეთავაზებას გეგმავს კრიპტო მომხმარებლისთვის.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ