📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ყველაფერს მარტო ვერ იზამ, ზოგჯერ მეგობრის დახმარება აუცილებელია! სუპერგმირი.ჯი საახალწლოდ სპონსორობის გაყოფის ფუნქციონალს ამატებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: სუპერგმირი

სუპერგმირი.ჯი საახალწლოდ სპონსორობის გაყოფის ფუნქციონალს ამატებს. ახლა უკვე შეგიძლია მეორე ადამიანიც შემოიერთო, თანაბრად გაინაწილოთ ყოველთვიური დონაციის თანხა და ერთად გახდეთ სუპერგმირები.

პლატფორმაზე „ჯგუფური სპონსორობის" არჩევის შემთხვევაში შენს ბარათზე დროებით დაიბლოკება სრული სასპონსორო თანხის ნახევარი. შემდეგ პლატფორმის ნებისმიერ იუზერს შეეძლება შემოგიერთდეს და ერთად დაიწყოთ სპონსორობა. რა თქმა უნდა, მეგობრის მოწვევა თავადაც შეგიძლია რეფერალ ლინკის გაზიარებით!

„სუპერგმირის პლატფორმა უკვე წელიწადნახევარია არსებობს, ყოველთვიურად 270-მდე ბავშვს ვუგზავნით მასზე მორგებულ ამანათს, რომელსაც საკვებით, ტანსაცმლით, შემეცნებითი სათამაშოებითა და სხვა საჭირო ნივთებით ვაკომპლექტებთ, ასევე სუპერგმირების ჩართულობით ბავშვებმა დაიწყეს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებზე სიარული და თავიანთი ინტერესების განვითარება.

ძალიან გვახარებს ეს შედეგი, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი ბენეფიციარების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან რეალობა მწვავეა, 50 000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მათი უდიდესი ნაწილი შიმშილობს, და არ აქვს წვდომა საგანმანათლებლო სერვისებზე. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვიპოვოთ კიდევ უფრო მეტი სუპერგმირი და ჩავრთოთ ჩვენს პროექტში, რომ ერთად გავაუმჯობესოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველდღიურობა."

იმედი გვაქვს, რომ წელიწადის ამ ჯადოსნურ დროს ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს ვიპოვით, ვინც საკუთარ თავში ზრუნვის სუპერძალას აღმოაჩენს, მერე ამ აღმოჩენას მეგობარსაც გაუზიარებს და ერთად შეუდგებიან დიდი მისიების შესრულებას!

სუპერძალა ერთობაშია!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ