📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი განათლების აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ახალ ინიციატივაზე განაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფაგრლებში, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა, რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში შეუფერხებლად ჩაატაროს. სტუდენტები კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას შეძლებენ.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ გაჩერდეს. გვინდა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ. ასევე, მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც მათ ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია სთავაზობს",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია