📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ტერაბანკმა და აქსელმა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის საინვესტიციო შეხვედრა გამართეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა, აქსელმა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის საინვესტიციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სტარტაპერებთან ერთად, ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანები, აქსელის არსებული და პოტენციური წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ტექნოლოგიური სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესების, ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისა და ინვესტორების დაკავშირებას, სასარგებლო პარტნიორობების დამყარებასა და სტარტაპერების საქმიანობების განვითარების მხარდაჭერას.

შეხვედრის მიმდინარეობისას ტექნოლოგიური სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი იდეები და პროექტები გააცნეს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას შეეცადნენ. პრეზენტატორებს შორის იყვნენ რესტორნების ონლაინპლატფორმა KovZy-ის, დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია Awork-ის, მონაცემთა საცავის დანერგვის კომპანია Datamind-ის, ფინანსური მართვის ონლაინპლატფორმა Kernel-ის, ხმოვანი GIF-ების პლატფორმა Kikliko-ს, ონლაინშეკვეთების სამართავი პლატფორმა QuickShipper-ისა და აგრონომიული პლატფორმა Agronnect-ის წარმომადგენლები.

ღონისძიების დაწყებამდე Elevator Pitch-ები ჩატარდა: SAIT-ის, Drip.ge-ს, Pepup-ისა და Pharmaco-ს სტარტაპების დამფუძნებლები შეეცადენ, უმოკლეს დროში, სანამ ლიფტი სასტუმრო "ბილტმორის" 32-ე სართულს მიაღწევდა, პოტენციური ინვესტორები საკუთარი ბიზნესიდეებით დაეინტერესებინათ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიმდნარეობისას აქსელის წევრებმა ღონისძიების დამსწრეებს ის კრიტერიუმები და ფაქტორებიც გააცნეს, რომელთა საფუძველზეც მათ ესა თუ ის დამწყები ბიზნესი დააფინანსეს, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საინვესტიციო სტრატეგიები.

"ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში სხვადასხვა სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტერაბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ, აქსელთან თანამშრომლობით, ამჯერად სასარგებლო ინიციატივა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც განვახორციელეთ", - აცხადებენ ტერაბანკში.

საგულისხმოა, რომ ამგვარი საინვესტიციო შეხვედრები ხელს უწყობს ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერებასა და ტექნოლოგიური სტარტაპებით დაინტერესებას, რაც პერსპექტივაში ქვეყნის ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზეც დადებითად აისახება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ