📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

UG Startup Factory-ის ორგანიზებით აქსელერაციის პროექტის ონლაინ დემო დღე გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

22 ივნისს UG Startup Factory-ის ორგანიზებით აქსელერაციის პროექტის ონლაინ დემო დღეზე აქსელერაციის მონაწილე სტარტაპებმა ინოვაციური იდეები აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. ღონისძიებას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტარტაპერებს წარმატება უსურვა.

აქსელერაციის პროგრამა ითვალისწინებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროტოტიპირებისა და 100 000 ლარიან საგრანტო პროექტებთან ინტეგრაციას. Აღნიშნული აქტივობების მნიშვნელობაზე სტარტაპერებს GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესაუბრა.

UG Startup Factory-ის სააქასელეარციო პროგრამის მენეჯმენტს უკვე სამი წლის განმავლობაში კომპანია Future Laboratory ახორციელებს. Future laboratory-ის ხელმძღვანელმა და სტარტაპ GoandGrow-ს დამფუძლებელმა ირაკლი ქაშიბაძემ სტარტაპერებს სიტყვით მიმართა და მათი ჩართულობა აქსელერაციის პროექტში დადებითად შეაფასა.

დემო დღეზე 7 სტარტაპი იყო წარმოდგენილი:

  • SetPlace - გადასაღები ლოკაციების ჯავშნის სმარტ პლატფორმა.
  • STEM Society - ყველაზე დიდი ონალინ სივრცე STEM მიმართულებით.
  • Sakhluri - ონლაინ სივრცე, რომელიც აკავშირებს ოჯახებს დიასახლისებთან.
  • Doop.ge - ონლაინ მაღაზია შენს სახლში.
  • Plastico - მაღალი ხარისხის, ეკო-მეგობრული გადამუშავებული პლასმასის ღობეები.
  • Point Universal - მომხმარებლის სენტიმენტების ანალიზის სისტემა.
  • Skin Assistent - კანის მოვლის ონალინ ასისტენტი.

პრეზენტაციების შემდგომ პარტნიორმა ორგანიზაციებმა სტარტაპები სხვა და სხვა შეთავაზებებით დააჯილდოვეს.

დაინტერესებულ პირებს,ინვესტორებს, კომპანიების წარმომადგენლებსა და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს კი შესაძლებლობა ქონდათ წარმატებულ სტარტაპებს ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ.

დემო დღის შემდგომ საქართველოს უნივერსიტეტის ფონდი რჩეულ სტარტაპებში ინვესტირებას განახორციელებს. Მანამდე კი 24 ივნისს ისინი საერთაშორისო ღონისძიებაზე წარადგენენ ინოვაციურ იდეებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ