📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში ოპერირება BPO ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერმა კომპანია Teleperformance-მა დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ძალისხმევითა და მჭიდრო თანამშრომლობით ციფრული ბიზნეს სერვისებისა და მომხმარებელთა მომსახურების (CX) გლობალურმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Teleperformance-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყება ქვეყანაში არსებული იმ უპირატესობების სიღრმისეულად შესწავლის შედეგად გადაწყვიტა, რომელსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.

საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებისას მთავარი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სხვადასხვა უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა, განათლებული მუშახელი, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხარჯების ეფექტურობა.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მოიპოვა საკუთარი ნიშა BPO ინდუსტრიაში და ჩამოყალიბდა ახალ კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ მომხმარებელთა მომსახურების ბაზარზე. ფრანგული კომპანია Teleperformance BPO ინდუსტრიის ტოპმოთამაშეა, რომელმაც საქართველოში ინვესტირებითა და საქმიანობის დაწყებით დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, რომ აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.

Teleperformance ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ