📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სელფსერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები "ავერსში" სელფსერვისით სარგებლობა "ავერსის" 153 აფთიაქშია შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფარმაცევტულ სფეროში თვითმომსახურების აპარატით სარგებლობის პრეცედენტი "ავერსმა" შექმნა - სააფთიაქო ქსელში ტექნოლოგიური სიახლე ჯერ კიდევ 2 წლის წინ დანერგა და დღეს სელფსერვისით სარგებლობა "ავერსის" 153 აფთიაქშია შესაძლებელი.

სიახლე საზოგადოებამ სწრაფად მიიღო - სელფსერვისი მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მითუფრო, რომ თანამედროვე აპარატის მეშვეობით სასურველი პროდუქციის შეძენა არაერთ პოზიტიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული:

* ამ სივრცეში უპრეცედენტო ფასდაკლებებისა და მიმზიდველი აქციების სახით ყოველდღიური სიურპრიზები გელით.

* შერჩეული პროდუქციის შესაძენად რიგში დგომა არ გიწევთ, შესაბამისად, ზოგავთ დროს!

"ავერსი" თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანხებს არ ზოგავს, რადგან სურს, რომ მოხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მომსახურების ხარისხი მუდმივად გააუმჯობესოს. სწორედ ამიტომ, მან შემოიტანა და დანერგა მაღალი კლასის ტექნოლოგიური ბრენდის Pyramid-ის PASSPORT ტერმინალები.

მომწოდებლის ვებგვერდზე წარმატებული ბიზნესის შესახებ სტატია განთავსდა, სადაც მკითხველს უყვებიან "ავერსზე", როგორც თვითმომსახურების ტერმინალის ექსკლუზიურ მომხმარებელზე და ფარმაცევტულ სფეროში გამორჩეული ნიშის მატარებელ კომპანიაზე:

"ავერსის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, დაენერგა Pyramid Computer-ის თვითმომსახურების ტერმინალები, ინოვაციური სიახლე შემოიტანა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში - ვკითხულობთ სტატიაში. მართლაც ტექნოლოგიურმა სიახლემ კიდევ უფრო დიდი კომფორტი შექმნა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პერსონალისთვის. უფრო ვრცლად გადადით ლინკზე:

https://pyramid-computer.com/reference/polytouch-at-aversi/

"ავერსი" ნოვატორია ყველა მიმართულებით - ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და დანერგვაზე. "ავერსი" ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ფარმაცევტულ სფეროში სრულად კომპიუტერიზებული მომსახურება დანერგა და სელფსერვისის კომფორტული აპარატებით სარგებლობის შესაძლებლობაც მისცა მომხმარებელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ