📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება.

Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, "ქოფი", ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

სტუდენტები Miami Ad School Europe-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით ისწავლიან და სრულფასოვნად ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც საერთაშორისო სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს.

ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები პირველ წელს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში, მომდევნო წელს კი Miami Ad School-ის ქსელის სხვა სკოლებში ისწავლიან, ასევე პრაქტიკას გაივლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები Miami Ad School Europe-ს გაცემულ სერტიფიკატს მიიღებენ.

Miami Ad School Tbilisi-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე - Miamiadschool.ge

Miami Ad School-ის შესახებ კი შემდეგ ბმულზე -Miamiadschool.com

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია