Get All Access for $5/mo

GITA -ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკს მოიცავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Hardware Startup Incubator 2.0 წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულებით რეგიონებში ცოდნის გაღრმავებას. პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების რეალობად ქცევა!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება პროექტი Hardware Startup Incubator 2.0, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ტექნოლოგიური Hardware სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებსა და გუნდებს საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი ახალი Hardware სტარტაპების ფორმირებისა და განვითარების პროცესში.

Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 ხუთი თვის განმავლობაში ჩატარდება საქართველოს ყველა ტექნოპარკში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა). მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ტრენინგები ელექტრონიკის, ინდუსტრიული პროდუქტის 3D მოდელირების და პარალელურად, ტექნოლოგიური სტარტაპის ბიზნესის მოდელის განვითარების მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად პროექტის მონაწილეები შეისწავლიან:

  • ტექნოლოგიები Hardware-ის პროტოტიპირებისთვის:
    • ელექტრონიკა;
    • Arduino;
    • IoT (საგნების ინტერნეტი) და ავტომატიზაცია, Raspberry Pi პლატფორმაზე;
    • ინდუსტრიული დიზაინი და Hardware პროდუქტის 3D მოდელირება - Autodesk Fusion 360;
  • ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარება, LEAN სტარტაპ მეთოდოლოგია:
    • Canvas ბიზნეს მოდელი;
    • სამიზნე ბაზარი და მომხმარებელი;
    • პრობლემისა და იდეის ვალიდაცია;
    • Rapid პროტოტიპირება;
    • MVP - მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნა და ტესტირება;
    • პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა;
    • დაფინანსების წყაროების და ინვესტორების მოძიება;
    • Pitch Deck, Pitching.

დასკვნით ეტაპზე, დემო დღეზე, ფინალისტები ჟიურის წევრებს წარუდგენენ პროექტის ფარგლებში, ბიზნეს მენტორებთან ერთად შემუშავებულ ბიზნეს მოდელებს და ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილ პროტოტიპებს. მონაწილეობა შეუძლია 16 წელს ზემოთ დაინტერესებულ ადამიანებს, საბოლოოდ პროექტი გააერთიანებს 135 მონაწილეს.

პროექტს განახორციელებს Tbilisi School of Communication.

სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/ekDH5

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში

სიახლეები

Wolt+ კვირეული - ზაფხულის დღესასწაული იწყება!

ნანატრი ზაფხული უკვე ჩვენთანაა და Wolt+ გამომწერებისთვის ის საოცარი ამბებით იწყება

მარკეტინგი

10 მარკეტინგული შედევრი

იმისათვის, რომ მარკეტინგული ძალისხმევა ეფექტური იყოს, სულაც არაა საჭირო ისტორია შეცვალოს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი